Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის შესრულება კომპანიას ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე დაევალა. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების  განხორციელების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყობა 17.084 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს სოფელ ალავერდში მცხოვრები 175 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სულ 16 მუნიციპალიტეტის 73 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამავე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.

 

 

 

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.