Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
“ვლადიკავკაზ-თბილისის” მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე იმყოფებოდა და იქ ამჟამად არსებულ ვითარებას გაეცნო  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და კომპანიის ხელმძღვანელობა. აღსანიშნავია, რომ  “ვლადიკავკაზ-თბილისის” მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია სწორედ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები, ასევე დემონტირდა უმოქმედო ძველი გამზომი კვანძი და კონდენსატის შემკრები ავზი. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში ჩაყენდა 700მმ ორი სახაზო ონკანი (კმ.ნ. 71.6. და კმ.ნ. 83.3.). ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მომხმარებელს გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.

 

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.