Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბრის 06:00-დან 23 სექტემბრის 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ კასპს, მიმდებარე სოფლებსა და კომერციულ მომხმარებლებს.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 28-ე კილომეტრზე არსებულ კასპის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო იზღუდება. რეაბილიტაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება ამორტიზებული სახაზო ონკანი, ასევე შეკეთდება კოროზიული ადგილები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაგისტრალურ მილსადენს. გარდა ამისა, მდინარე ლეხურაზე  ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ახლად აშენებული D-300 მმ საჰაერო გადასასვლელი მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში ჩაერთვება.

ბუნებრივი გაზის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება და შეუფერხებლად მოხდება მომხმარებლის გაზმომარაგება. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.