ოდორანტის ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში

13/04/2018
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 13 აპრილს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლის ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.  აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.