ახალი ამბები

04.12.2025
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში, აღდგენილია სადგურის გაზმომამარაგება და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
02.12.2025
შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
02.12.2025
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (GGTC) საქართველოში ბუნებრივი გაზის უწყვეტი და უსაფრთხო გზებით მიწოდების მთავარი საყრდენია. ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსებისადმი, რაც პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. 🔹ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგომომარაგებისთვის, არამედ გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც: მისი გამოყენება ამცირებს სათბური აირების ემისიებს, ამსუბუქებს ეკოლოგიურ ტვირთს და ხელს უწყობს კლიმატ-გონივრულ განვითარებას. ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა ახდენს ტყეების მასობრივი ჭრის თავიდან აცილებას, გარემოს დაცვას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას - რაც მწვანე საქართველოს მშენებლობისკენ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯია!
25.11.2025
გაცნობებთ,რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ გაჩიანის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.