თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები

06/06/2018
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი, ჯაბა ხმალაძე, მიმდინარე წლის 5 ივნისს  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლაფანყურის, ფშაველისა და ლალისყურის გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  მიეცემა ხსენებული სოფლების 1300  აბონენტს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით მსგავს პროექტებს სისტემატურად ახორციელებს.