გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სპეცტექნიკა შეიძინა

17/08/2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვეყნის სტაბილურად გაზმომარაგებისა და სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით შეიძინა სპეცტექნიკა და განაახლა ავტოპარკი. სპეცტექნიკა მაგისტრალური გაზსადენების აღდგენითი, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოიყენება და მოძველებულს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ტექნიკა გათვლილია შესრულებული სამუშაოების სპეციფიკაზე, რადგან ტექნიკურ ჯგუფებს  მუდმივად უწევთ რთულ რელიეფურ და ეკოლოგიურ პირობებში მუშაობა.  ავტომანქანების მეშვეობით კომპანიის ფუნქციონირება უფრო მობილური გახდება და საშუალება მიეცემა ზედამხედველობა გაუწიოს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ქვეყნის გაზიფიცირება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახლადშეძენილი ტექნიკის გამოყენებით საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.