ახალი ამბები

17.11.2025
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესს აქტიურად ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც გაზიფიცირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებულად ანხორციელებს. 2013–2025 წლებში კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტების შედეგად გაზიფიცირდა 860 დასახლებული პუნქტი, ხოლო 204 ათასამდე აბონენტს მიეცა უსაფრთხო და თანამედროვე ენერგომომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა.
11.11.2025
📝 გაცნობებთ, რომ დღეს, 11 ნოემბერს, 12:00სთ.დან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ქ.თბილისში, გ.გურჯიევის ქუჩაზე არსებულ ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურზე უზრუნველყოფს ოდორანტით მიწისქვეშა რეზერვუარის შევსებას. ❗️ოდორანტი - ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად. ოდორანტის ტრანსპორტირებისა და მიწისქვეშა ავზში გადატანის პროცესში შესაძლოა დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირედი სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ოდორანტით მიწისქვეშა რეზერვუარის შევსების სამუშაო ხორციელდება შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ და სსიპ ,,112“-ს შორის 2016 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. ოდორანტის ტრანსპორტირებისა და მისი მიწისქვეშა ავზში გადატანის პროცესში შესაძლოა დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირედი სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
29.10.2025
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ავლევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
27.10.2025
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავლევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.