გორის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება დასრულებულია

12/10/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირების სამუშაოები დაასრულა. პროექტი მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხსენებული სოფლების მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში 41177 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა, ხოლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 1072 აბონენტს მიეცა. პროექტი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განახორციელა.