ახალი ამბები
09.03.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 13 მარტს კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, ძველი დაზიანებული მრიცხველი შეიცვლება ახლით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,მიმდინარე წლის 13 მარტს ერთი საათით, 13:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფლების: კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის 2400 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
05.02.2018
06.02.2018 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „ქუთაისის - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლად აშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ შესრულდება, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში აშენებული: 23-ე კმ-ზე და 34-ე კმ-ზე 700 მ-მდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 6 თებერვალს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონის ნაწილს. მოსახლეობას გაზის მომარაგება აღუდგება ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა გადმოვიდა კალაპოტიდან, რამაც გამოიწვია მარჯვენა ნაპირის გარეცხვა და ზემოთ აღნიშნული გაზსადენის 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან 80 მ-მდე და 34-ე კმ-ზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან 100 მ-მდე სიგრძის მონაკვეთების დაზიანება. რამაც საფრთხე შეუქმნა აჭარისა და გურიის რეგიონის უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განხორციელებული სამუშაოები კი უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას.
01.12.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის შესრულება კომპანიას ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე დაევალა. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყობა 17.084 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს სოფელ ალავერდში მცხოვრები 175 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სულ 16 მუნიციპალიტეტის 73 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამავე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.
29.11.2017
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში. აღნიშნულ სამუშაოებს ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა სოფელ შუა ნოსირში მცხოვრებ 223 ოჯახს, ნოსირში კი 217 აბონენტს. გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს თეკლათში - 260, სოფელ საგვარამიოში - 185, ასევე ახალსოფელში მცხოვრები 460 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. სენაკის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების სამუშაოების ფარგლებში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სულ 1345 ადგილობრივ ოჯახს მიეცემა. პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში სულ 79.044 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ როლი მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავი მომარაგებისთვის საჭირო ღნისძიებების განხორციელებაში. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სულ 16 მუნიციპალიტეტის 73 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამავე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.