ახალი ამბები

05.01.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის თბოტევადობა არ უნდა იყოს 7600 კკალ/მ3-ზე ნაკლები, ხოლო ყოველდღიურად საქართველოში შემოსული და განაწილებული ბუნებრივი გაზი არის 8 ათას კკალ/მ3-ზე მეტი. ამასთან, ავღნიშნავთ რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის მიზნით, ფლობს სერთიფიცირებულ და აკრედიტირებულ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელებს ბუნებრივი გაზის სრულ ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს, რომლის შედეგები ყოველდღიურად შედის კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ასევე ავტომატურად აისახება კომპანიის ვებ-გვერდზე.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ხარისხის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, არ ასახავს სიმართლეს.
12.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ  „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დილის 06:00-დან 08:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეთ ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქ. ზესტაფონი, დაბა შორაპანი, სოფლები: ქვედა და ზედა საქარა,  დილიკაური, კვალიათი, ცხრა წყარო, არგვეთა, კლდეთი, ტაბიკინი და თვრინი). შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
05.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ დაბა ვალეს გაზგამანაწილებელ სადგურზე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა ვალეს, ასევე სოფლებს: ნაოხრებს, წყალთბილასა და აბათხევს.  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
01.12.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში ავტომატური ოდორიზაციის კვანძი დამონტაჟდა და  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტესტირების სამუშაოები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას.