ახალი ამბები

22.05.2024
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები განხორციელდა.
17.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 120.9 კილომეტრზე არსებულ სახაზო DN500მმ ონკანზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.
16.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 მაისს 08:00-დან 22 მაისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
14.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 120.9 კილომეტრზე არსებულ სახაზო DN500მმ ონკანზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.