ახალი ამბები

19.06.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის გორის განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
17.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენის გორის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 ივნისს 08:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვარიანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
14.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ლაითურის გაზგამმანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში, რედუცირების კვანძზე ძველი ამორტიზებული ონკანები შეიცვალა ახლით.
13.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.