ახალი ამბები
02.08.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 აგვისტოს 06:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
02.08.2024
რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 103.1 კილომეტრზე, ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.
31.07.2024
29 ივლისს გამარჯვების გგს-ის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს ბუნებრივი გაზი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
31.07.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.