ახალი ამბები
19.07.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 104.0 კილომეტრზე, ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისს 09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
17.07.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
12.07.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
11.07.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების მილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდა.