ახალი ამბები

15.05.2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარე წლის ივლისში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება, რომელიც შემოდგომისას დასრულდება და 290 კომლს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცემა. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განახორციელებს.
14.05.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის კახათში. მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სოფლის მოსახლეობას შეხვდა. 
12.05.2019
მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
03.05.2019
​საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმდინარე წლის 4 მაისს, ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზის 480-481 კმ ნიშნულებს შორის დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოების დროს მოხდება ჯამში 800 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლა. გაზსადენი ამჟამად ექსპლუატაციაში არ არის მისი კოროზიული მდგომარეობის გამო.