ახალი ამბები

22.02.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოები დაასრულა.
21.02.2023
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 22 თებერვლალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაიკეტება ამავე მაგისტრალის 81,6 – 97,7 კმ-ებზე არსებული სახაზო ონკანები, ზუგდიდისა და ხობის განშტოებები.აღნიშნული მონაკვეთი დაიცლება ბუნებრივი გაზისაგან და ჩატარდება საცეცხლე სამუშაოები.
16.12.2022
დასავლეთ საქართველოში მ/წ ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად მნიშვნელოვნად ადიდდა მდინარე სუფსა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მდინარის ჭალებში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 მმ განშტოების ნორმალურ ფუნქციონირებას.
14.12.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტრუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა.