ახალი ამბები

26.10.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ დაზიანებული რედუცირებისა და ფილტრაციის კვანძები შეიცვალა ახლით და ძველი, ამორტიზებული ონკანის ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა.
24.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 26 ოქტომბერს თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ოქტომბერს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
19.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნული მაგისტრალის 61,5-43,4 კილომეტრებს შორის არსებული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი.
19.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნული მაგისტრალის 88.9-43,4 კილომეტრებს შორის არსებული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი.