ახალი ამბები

14.11.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოსა და ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენების მიმდებარედ სახაზო ონკანებამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. კრძოდ, ყაზახ-საგურამოს DN-1020მმ მაგისტრალური გაზსადენის 61.0კმ-სა და ყარადაღ-თბილისის DN-700მმ მ/გ-ს 486კმ-ს შორის არსებულ N33.2 - N33.3 შემკრავ სახაზო ონკანებთან მისასვლელი გზის მოწყობა კომპნიის საპროექტო სამმართველოს მიერ დაამუშავებული პროექტისს მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე წყალგამტარი არხები მოეწყობა.
14.11.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 16 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებს. კერძოდ, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, სეთურები, ჯაღმიანი. აღნიშნული შეზღუდვა ასევე შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმლისციხესა და გუდაურის მომსახურე პერსონალის დასახლებას.
01.11.2022
ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” თანამშრომელი - ლარისა მაისურაძე დაჯილდოვდა. მადლობის სიგელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონია სემეკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
01.11.2022
„ბუნებრივი გაზის როლი ენერგეტიკულ ბაზარზე“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მენეჯმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო და ფედერალურ უწყებებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის 1-22 ოქტომბერს აშშ-ში საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის ფარგლებში (IVLP) შემდგარ შეხვედრებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე რევაზ ჩიკაშუა და სტრატეგიული დაგეგმვისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ დვალი დაესწრნენ. შეხვედრები ვაშინგტონში, ოჰაიოს, ტეხასისა და კოლორადოს შტატების ქალაქებში გაიმართა.