ახალი ამბები
19.09.2023
19 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, დაბა ხულოში, გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე.
15.09.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ ხსენებული მაგისტრალის 212.9 კილომეტრზე არსბული მარეგულირებელი კვანძის რეაბილიტაცია განახორციელა. გარდა ამისა, გამორთულ უბანზე 7 კოროზიული ხვრელი შეკეთდა და ახლით შეიცვალა 5 მეტრიანი კოროზიული მონაკვეთი.
15.09.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზაგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
12.09.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზაგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.