ახალი ამბები

17.11.2023
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ექსპლუატაციის სამმართველოს თანამშრომელი - მალხაზ მაჭავარიანი. მთელი თავისი შრომითი მოღვაწეობის 45 წელი გაზიფიცირების, კერძოდ კი, მაგისტრალური გაზსადენების მომსახურების სფეროში გაატარა. 2023 წლის 10 სექტემბერს, ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, ბატონ მალხაზს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგულებით, საქართველოს გაზმომარაგების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გადაეცა საპატიო სიგელი და ჯილდო. ბოლო წლებში საგრძნობლად შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, სამუშაო პროცესში ძველებური ხალისით იყო ჩართული, მაქსიმალურად ცდილობდა თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა კოლეგებისათვის გაეზიარებინა. ბატონი მალხაზის ხსოვნა და სიყვარული სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრებისა და კოლეგების გულებში. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური საქართველოს მიწა.
09.11.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქობულეთის განშტოების 34.00 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის გადალაგების სამუშაოები დაასრულა.
06.11.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 34.00 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე გაზსადენის გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს.
03.11.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ვლადიკავკაზ-თბილისის D700მმ მაგისტრალური გაზსადენის 98.00 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა.