ახალი ამბები
21.08.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აბასთუმნის ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მოქმედ „ახალციხე-უდეს“ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დილის 07:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - უდეს, არალისა და წარბასთუმნის მოსახლეობას.
21.08.2017
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს „თელავი-ახმეტის“ ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დილის 07:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქების - თელავისა და ახმეტის, ასევე სოფლების: ნაფარეულის, გულგულას, ოჟიოსა და ქისტაურის მოსახლეობას.
14.08.2017
15.08.2017 გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მდინარე გუბისწყალზე საჰაერო გადასასვლელის დაგრძელების მიზნით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაასრულა. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ “ქუთაისი-სოხუმის” DN-500/700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 22-ე კილომეტრზე ახლად აშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემაში შეჭრის სამუშაოები ხორციელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 3:00 საათიდან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კოპიტნარის სამხედრო ბაზასა და ხონის სამხედრო ნაწილს, ასევე სოფლებს: ბაშსა და ახალსოფელს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნულ მაგისტრალურ გაზსადენზე სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანია, შემდგომში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით.
27.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც ძველი მრიცხველი ახლით შეიცვლება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 28 ივლისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება კახეთის რეგიონის რამოდენიმე სოფელს. კერძოდ, წინანდალს, აკურას, ქვემო ხოდაშენს, ვანთს, კონდორს, კისისხევს, ბუშეტსა და ნასამხრალს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.