ახალი ამბები

20.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ივლისს 9:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ფოთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქალაქი ფოთი). აღნიშნული შეზღუდვა აუცილებელი გახდა შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ „სენაკი-ფოთის“ DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 29.5 კილომეტრზე, ფოთის განშტოებაზე ახალი მომხმარებლის მაგისტრალურ სისტემაში შეჭრის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენილი იქნება სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
19.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  საგურამო-ქუთაისის  DN – 500 მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე, მდინარე ყვირილაზე ახლად აშენებული გადასასვლელის შეჭრით სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 20 ივლისს, 04:00 საათიდან - 16:00 საათამდე,  ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება ქ.ვანსა და ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ შემდეგ სოფლებში:  როხი, სალომინაო, ფერეთა, შუაგორა, ზეინდარი, გორა, გომი, ამაღლება, ბზვანი, ციხესულორი, სალხინო, შუამთა, დიხაშხო, სულორი, ზედა ვანი, მთისძირი, მუქედი, ქვედა მუქედი, ზედა მუქედი, ჭყვიში, ტობანიერი, მიქელეფონი, ყუმური, კუშუბოური, ჭაგანჭყვიში, ინაშური, ვარციხე, ქვედა გორა, ისრითი, ქვედა ბზვანი. ამავე პერიოდში, ბუნებრივი გაზით სარგებლობას ვერ შეძლებენ  ქ. ბაღდათსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი შემდეგი სოფლები:  ვარციხე, დიმი, ფერსათი, ეწერი, წითელიხევი, რიკოთი, საიმედო, დიდველა, სარბევი, ნერგეეთი, ობჩა. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სოფელ აჯამეთის მაცხოვრებლებსაც. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
18.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის DN – 300 მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 19 ივლისს, 09:00 საათიდან - 17:00 საათამდე,  ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება ქ. დმანისში  და ასევე რამოდენიმე  სოფელში: დიდი დმანისი, ვარდისუბანი, მაშავერა, ბოსლები, აზკალიანი, განთიადი, ტნუსი, ჯავახი, ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, იაკუბლო, კამარლო, შახმარლო. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.