ახალი ამბები

29.06.2017
შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ,,ყარადაღ-თბილისის’’ DN 800-700მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენით-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მილსადენის  484-ე  კილომეტრზე მოხდება  № 34 ონკანის კვანძის რეკონსტრუქცია. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს: ახალ სამგორსა და გამარჯვებას. შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
28.06.2017
გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის მიზნით გეგმავს შესაბამის სამუშაოებს, აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 29 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურს. შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
19.06.2017
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო - ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გამოვლენილი დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ მილსადენის  158-ე  კილომენტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 20 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება: ქ. ზესტაფონში, დაბა ხარაგაულში და იმერეთის რამოდენიმე სოფლში: ზედა საქარა, ქვედა საქარა, შოროპანი, მარტოს უბანი, ცხრაწყარო, კვალითი, თვინი, გაღმა ბოსლევი, ბეღლევის უბანი. შპს  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.