ახალი ამბები
10.05.2023
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ , “ყარადაღ-თბილისის" დ 700 მმ-იანი მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
08.05.2023
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ , “ყარადაღ-თბილისის" დ 700 მმ-იანი მაგისტრალურ გაზსადენზე, დაგეგმილია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 10 მაისს, 6:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ „ახალი სამგორისა“ და „ნასა+“- ის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალ სამგორს, პატარა გამარჯვებას, დიდ გამარჯვებასა და ფოლადაანთ კარს.
04.05.2023
გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალური გაზსადენის 107.9 კილომეტრზე არსებული DN1000მმ N-307 საონკანე კვანძის ახლით შეცვლის სამუშაოები განხორციელდა.
26.04.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ოდორანტის კვანძის რეაბილიტაციისა და რედუცირების კვანძის განახლების სამუშაოები დაასრულა.