ახალი ამბები

15.11.2022
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ურღვევი კონტროლის საგამოცდო ლაბორატორიამ გაიარა აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამისობაზე და გახდა საქართველოში პირველი აკრედიტირებული ლაბორატორია თავის სფეროში. აკრედიტაციის მოწმობის ნომერი GAG-TL-0326. აკრედიტაციის სფეროს წარმოადგენს: მაგისტრალური გაზსადენები - შენადუღი ნაკერის სტანდარტული ულტრაბგერითი და ფაზირებული ულტრაბგერითი მეთოდით შემოწმება; აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება, რომ ჩვენი ლაბორატორია არის კომპეტენტური და ბაზარს შეუძლია დაეყრდნოს აკრედიტირებული პირის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს და მის მიერ გაცემულ დასკვნას, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გადამოწმებას.
14.11.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოსა და ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენების მიმდებარედ სახაზო ონკანებამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. კრძოდ, ყაზახ-საგურამოს DN-1020მმ მაგისტრალური გაზსადენის 61.0კმ-სა და ყარადაღ-თბილისის DN-700მმ მ/გ-ს 486კმ-ს შორის არსებულ N33.2 - N33.3 შემკრავ სახაზო ონკანებთან მისასვლელი გზის მოწყობა კომპნიის საპროექტო სამმართველოს მიერ დაამუშავებული პროექტისს მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე წყალგამტარი არხები მოეწყობა.
14.11.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 16 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებს. კერძოდ, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, სეთურები, ჯაღმიანი. აღნიშნული შეზღუდვა ასევე შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმლისციხესა და გუდაურის მომსახურე პერსონალის დასახლებას.
01.11.2022
ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” თანამშრომელი - ლარისა მაისურაძე დაჯილდოვდა. მადლობის სიგელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონია სემეკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.