ახალი ამბები
14.12.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტრუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა.
12.12.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გეგმავს, ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის რეკონსტრუქციას და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს.
29.11.2022
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის „ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სადაც გაიმართა შეხვედრა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (socar) პრეზიდენტ როვშან ნაჯაფთან.
16.11.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული ამორტიზებული ონკანების ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა.