ახალი ამბები
16.03.2023
გაცნობებთ, რომ გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 16.0კმ -ზე გარეშეორგანიზაციის მიერ მოხდა მილსადენის დაზიანება. რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდება ხცისის, გომის, ხაშური 2 -ისა და ცხრამუხის ( ხაშური 1) გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
22.02.2023
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოები დაასრულა.
21.02.2023
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 22 თებერვლალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაიკეტება ამავე მაგისტრალის 81,6 – 97,7 კმ-ებზე არსებული სახაზო ონკანები, ზუგდიდისა და ხობის განშტოებები.აღნიშნული მონაკვეთი დაიცლება ბუნებრივი გაზისაგან და ჩატარდება საცეცხლე სამუშაოები.
16.12.2022
დასავლეთ საქართველოში მ/წ ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად მნიშვნელოვნად ადიდდა მდინარე სუფსა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მდინარის ჭალებში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 მმ განშტოების ნორმალურ ფუნქციონირებას.