ახალი ამბები

06.07.2022
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა.სამუშაოები აღნიშნული მილსადენის 85.0 და 96.1 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა.
06.07.2022
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოები დაასრულა, კერძოდ, დამონტაჟდა ოდორიზაციის ახალი კვანძი.
05.07.2022
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 5 ივლისს ახალგორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
05.07.2022
გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 6 ივლისს ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მ/წ 6 ივლისს 06:00დან 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს.