ახალი ამბები

04.05.2022
ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, 211.2 კილომეტრზე კი ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით განახორციელა.
20.04.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე მ/წ 3-5 მაისს სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება, ხოლო 211.2 კილომეტრზე ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდება.
01.04.2022
მიმდინარე წლის 30 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დელეგაცია, მისი ახალი დირექტორის, ბატონი არტურ ლორკოვსკის ხელმძღვანელობით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურ დირექტორს, ბატონ მიხეილ შალამბერიძეს და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ბახტაძეს შეხვდა.
12.02.2022
გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზით მომარაგების პროცესში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო ქ. ფოთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდა.