ახალი ამბები
05.07.2022
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 6 ივლისს მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.
26.06.2022
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ქუთაისი-სოხუმის D500მმ და აბაშა-სენაკის D700მმ მაგისტრალური გაზსადენების გადალაგებითი სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოებს შპს "ექსპრეს-სერვის 2008" შეასრულებს.
24.06.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 ივნისს შპს „გაზტრანს სერვისის“ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.
10.06.2022
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცენტრალურ ფილიალში, საგურამოში, კომპანიის ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: გაზსადენი და რედუცირება. კურსის ფარგლებში განხილულიქნა UF ტიპის და RDS მოდელის რეგულატორების მუშაობის პრინციპები. ტრენინგ-პროგრამის თეორიული ნაწილი ასევე მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გაზსადენთა სისტემის მართვა, წნევების რეგულირება შესაბამისი მარეგულირებელი მოწყობილობების - რეგულატორების საშუალებით, რედუცირების მეთოდები და მომხმარებელთა გაზმომარაგების მიზნით გაზგამანაწილებელ სადგურებში დასამონტაჟებელი რეგულატორის ტიპები. ღონისძიების ფარგლებში, თეორიული ნაწილის დასასრულს, რეგულატორების კონსტრუქციულ მოწყობასთან დაკავშირებით პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.