ახალი ამბები
11.11.2019
ამა წლის 10 ნოემბერს, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს.
31.10.2019
2019 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "ვლადიკავკაზ-თბილისის" DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 150-ე კილომეტრზე, ჭარბი ნალექის შედეგად გარეცხილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში გაზსადენზე აღდგა დაზიანებული იზოლაცია და გარეცხილ მონაკვეთზე მოეწყო გაბიონების კონსტრუქცია.
29.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ყაზახ-საგურამოს DN 1000მმ მაგისტრალური გაზსადენის ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს
29.10.2019
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე.