ახალი ამბები

31.08.2019
2019 წლის 30-31 აგვისტოს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "ვლადიკავკაზ - თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე DN 700 მმ ამორტიზებული ონკანის დემონტაჟის და ახალი ონკანის მონტაჟის სამუშაოები ჩაატარა.
30.08.2019
​საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩხორიას, დავითიანის, ოქტომბერისა და დიდი ნეძის კახათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
27.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,ვლადიკავკაზ - თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე  სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. 
27.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 208 კმ-ზე  შპს ,,ვარკეთილაირის“  ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მოქმედ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები განახორციელა. გარდა ამისა მოხდა ახლადაშენებული მაღალი წნევის კოლექტორზე სამი პირდაპირი მომხმარებლის გადართვა.