ახალი ამბები
16.09.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, რომელზეც გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
12.09.2019
12 სექტემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალასა და გორგაძეების მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე გაზიფიცირების პროექტები გააცნეს. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში.
12.09.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ”ქუთაისი- სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 67 კმ-ზე, მდებარე გაზგამზომი კვანძი მოინახულეს, საიდანაც ხდება აჭარის რეგიონის გაზმომარაგება. აღნიშნულ ვიზიტს, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.
10.09.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სვირის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.