ახალი ამბები
14.11.2018
აქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორასა და ზედა ბზვანში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება სპეციალური ჩირაღდნის ანთებით აღნიშნეს.
14.11.2018
14 ნოემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავასთან ერთად, შიდა ქართლს ესტუმრა და ადგილობრივ ხელისუფლებისა და სოკარის წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირებული სოფლები დაათვალიერა.
11.11.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ლანჩხუთის გაზგამანაწილებელი სადგურის DN-500მმ განშტოებაზე გამოვლენილი ბუნებრივი გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
09.11.2018
შპს “გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ნათია თურნავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბურჭულაიების ოჯახს ეწვია, სადაც ხსენებული სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების წარმატებით დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღინიშნა.