ახალი ამბები
08.11.2018
შპს “საქართველოს გაზის ტერანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს.
02.11.2018
საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის DN-200მმ განშტოებაზე არსებული რედუცირების კვანძის 2 ონკანიანი შემოვლითი ხაზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. ამავე განშტოებაზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შესრულდა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მილსადენზე შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი.
01.11.2018
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა, ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს (Energy Cpmmunity) მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება, უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ბელორუსსა და მოლდოვაში.
29.10.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების მამხუტის, ხატავეთის ქვემო არქვანის, ზემო არქვანისა და გეტას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.