ახალი ამბები

13.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
12.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლაითურის გაზგამმანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, რედუცირების კვანძზე ძველი ამორტიზებული ონკანები შეიცვლება ახლით.
11.06.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საგურამო-ქუთაისის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
10.06.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ივნისის 08:00 საათიდან 13 ივნისის18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელი სადგურ „შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებს.