ახალი ამბები
02.04.2024
გაცნობებთ, რომ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 3 აპრილს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. მოსახლეობას ბუნებრივი გაზი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
01.04.2024
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის არსებულ ლოკაციაზე ახლადაშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აპრილს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
12.03.2024
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
21.02.2024
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა.