ახალი ამბები

14.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 120.9 კილომეტრზე არსებულ სახაზო DN500მმ ონკანზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
25.04.2024
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენის 61.5-43.2 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
19.04.2024
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
19.04.2024
გგაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენის 61.5-43.2 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 აპრილის 14:00საათიდან 25 აპრილის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.