ახალი ამბები
08.07.2016
„ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის „ასპინძა-ახალციხის“ მონაკვეთის მშენებლობისას სოფელ ჭობარეთის მიმდებარედ 2007 წელს აღმოჩენილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი. აღნიშნულ ძეგლზე მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აქტიურად თანამშრომლობს არქეოლოგთა ჯგუფთან. მათთვის გაიცემა ნებართვა დერეფანში შეშვებისა და ადგილზე მუშაობისათვის. არქეოლოგთა ჯგუფი ადგილზე შესაბამის არქეოლოგიურ სამუშაოებს წელსაც აქტიურად აწარმოებდა.
05.07.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მოთხოვნით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 21:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.
04.07.2016
საქარათველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის № 303 განკარგულების თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად ხორციელდება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები.
04.07.2016
„წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 115+8-დან კმ.ნ. 190+1-მდე წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შესაბამისი სამუშაოები აქვს დაგეგმილი, რის გამოც მიმდინარე წლის 6-დან 8 ივლისის ჩათვლით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.