ახალი ამბები

19.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნული მაგისტრალის 88.9-43,4 კილომეტრებს შორის არსებული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი.
16.10.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ყაზახ-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 88,9-43,4 კილომეტრებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
12.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით და ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა.
11.10.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მაგისტრალზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, არსებული დაზიანებული 6 მეტრი სიგრძის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ყვარლის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანები შეიცვალა ახლით.