ახალი ამბები
17.08.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვეყნის სტაბილურად გაზმომარაგებისა და სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით შეიძინა სპეცტექნიკა და განაახლა ავტოპარკი. სპეცტექნიკა მაგისტრალური გაზსადენების აღდგენითი, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოიყენება და მოძველებულს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ტექნიკა გათვლილია შესრულებული სამუშაოების სპეციფიკაზე, რადგან ტექნიკურ ჯგუფებს მუდმივად უწევთ რთულ რელიეფურ და ეკოლოგიურ პირობებში მუშაობა. ავტომანქანების მეშვეობით კომპანიის ფუნქციონირება უფრო მობილური გახდება და საშუალება მიეცემა ზედამხედველობა გაუწიოს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ქვეყნის გაზიფიცირება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახლადშეძენილი ტექნიკის გამოყენებით საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
16.08.2018
,,ყარადაღ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ ხსენებული მილსადენის 484-ე და 486-ე კილომეტრებზე 700მმ დაზიანებული ონკანები შეიცვალა ახლით. გარდა ამისა, აღნიშნულ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენილ იქნა სხვა დაზიანებული მონაკვეთები.
14.08.2018
სენაკის მუნიციპალიტეტის 5 სოფელის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. ამისათვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გეჯეთში, ნოქალაქევში, ძველ სენაკში, ზედა სორტასა და ქვედა სორტაში 109 396 გრძივი მეტრის გაზსადენს ააგებს და 1580-ზე მეტ აბონენტს საშუელება ექნება ჩაერთო ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2012 წლიდან ახორციელებს ქვეყნის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოებს.
14.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ,,ყარადაღ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ახორციელებს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც 2018 წლის 15 აგვისტოს 6 საათიდან 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ ახალსამგორის, ფოლადაანთკარისა და გამარჯვების მოსახლეობას