ახალი ამბები

31.05.2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 30 მაისს გაიმართა 230მგვტ თბოელექტროსადგური-„გარდაბანი 2“ ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ხელმძღვანელობამ, მთავრობის წევრებმა, ჩინელმა სტუმრებმა, ენერგო-ექსპერტებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა. ხსენებულ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწრნენ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე მოადგილეებთან ერთად.
29.05.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ, 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით ორგანიზებულ კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის პირველ სესიაზე სახელწოდებით „ევროპა გუშინ, დღეს, ხვალ“, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა.   ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე მათ შორს – საქართველო და სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი სატრანზიტო არეალი, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომოპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ. ეკონომიკური ფორუმი გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში და  300-მდე მაღალი დონის დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის: მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან.   
16.05.2018
გაცნობებთ, რომ “ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ მაგისტრალური გაზსადენიდან ქობულეთის DN 500მმ განშტოების 55-ე კილომეტრზე, მდინარე ჩოლოქზე არსებულ გადასასვლელზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” მიმდინარე წლის 17 მაისს დაგეგმილი აქვს ახლადაშენებული 60 მეტრიანი მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 2018 წლის 17 მაისს 04:00დან 14:00საათამდე, სამუშაოების მიმდინარეობისას, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ურეკის, ნარუჯასა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღნიშნულ პერიოდში შეუწყდება ავტოგაზგასამართ სადგურებსაც – შპს “როიალ გაზსა” და შპს “პრომეთე ქობულეთს”. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონის  მომხმარებლებსაც.  კერძოდ, გაითიშება ნავთობის ტერმინალი, 13 ავტოგაზგასამართი სადგური და ასფალტის 4 ქარხანა. გამორთვას უზრუნველყოფს სოკარ ჯორჯია გაზი.
16.05.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქალაქ სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში დაზიანებული მრიცხველის შეცვლის მიზნით გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 17 მაისს ორი საათით, 14:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.