ახალი ამბები

04.07.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 83-ე კმ-ზე, მდინარე ხობის წყალზე არსებულ საჰაერო გადასასვლელზე მილსადენის ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. ასევე სარემონტო სამუშაო ჩაუტარდება მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთებს 5 ლოკაციაზე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაითიშება სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მონაკვეთი, რის გამოც, მიმდინარე წლის 6 ივლისს 06:00დან 19:00 საათამდე, დღის განმავლობაში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სოციალურ აბონენტებს: ხობის მუნიციპალიტეტში 1924, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი -  22747 ერთეულს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. აქვე დავძენთ, რომ შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას.
12.06.2018
შპს ''საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია'' აგრძელებს საქართველოს სოფლების გაზიფიცირების პროცესს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დისველი, ტანძია, აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის აუცილებელი მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები
06.06.2018
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი, ჯაბა ხმალაძე, მიმდინარე წლის 5 ივნისს  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლაფანყურის, ფშაველისა და ლალისყურის გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  მიეცემა ხსენებული სოფლების 1300  აბონენტს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით მსგავს პროექტებს სისტემატურად ახორციელებს.  
06.06.2018
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი, ჯაბა ხმალაძე, მიმდინარე წლის 5 ივნისს  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლაფანყურის, ფშაველისა და ლალისყურის გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  მიეცემა ხსენებული სოფლების 1300  აბონენტს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი, ჯაბა ხმალაძე, მიმდინარე წლის 5 ივნისს  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლაფანყურის, ფშაველისა და ლალისყურის გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.