ახალი ამბები
04.09.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წნორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგენილ იქნება DN-80მმ შემოვლითი ხაზი, რომელზეც დამონტაჟდება 2 ცალი DN-80მმ ონკანი. ასევე, შესრულდება რედუცირების მეორე ხაზის აღდგენა, სადაც მოხდება რეგულატორისა და ორი DN-50მმ ონკანის მონტაჟი. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების მიზნით გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.
03.09.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს წნორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 11:00დან 18:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ წნორისა და სოფლების: ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ფანიანის, ძველი ანაგის, ხირსისა და ხორნაბუჯის 8000 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
30.08.2018
აგვისტოს კახეთის სამმართველოში გადაუდებელ გეგმიურ პროფილაქტიკურ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 13:00დან 15:00 საათამდე შეუწყდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ,სოფლების: წინანდლის, აკურის, ვანთას, ბუშეტის, ქვემო ხოდაშენის, კონდოლის, კისისხევისა და ნასამხრალის 5878 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
22.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 22 აგვისტოს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თბილისში, თბილავიამშენის დასახლების 480 სოციალურ და 18 კომერციულ აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის აქტიურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.