ახალი ამბები
01.12.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში ავტომატური ოდორიზაციის კვანძი დამონტაჟდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტესტირების სამუშაოები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას.
10.11.2016
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაზიანდა „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის DN-150მმ მაღალი წნევის მილსადენი. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩალაუბანსა და მელაანში, ასევე კომერციულ ობიექტზე - „გამა+“. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში დაუყოვნებლივ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, კომპანიის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
28.10.2016
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის შეუფერხებელი და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთების გამო კომპანიას დაგეგმილი აქვს გარკვეული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დილის 06:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ მცხეთას, სოფელ საგურამოსა და რამოდენიმე კომერციულ მომხმარებელს. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და დასძენს, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დედაქალაქის მოსახლეობის შეუფერხებელ და სტაბილურ გაზმომარაგებას.
24.10.2016
https://www.youtube.com/watch?v=XtPZW8j_msA&feature=youtu.be