ახალი ამბები

14.09.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს. ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს. შექმნილი მდგომარეობაზე შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ბოდიშს უხდის მოსახლეობას. ცხელი ხაზის ნომერი: 2 24 40 40 (651)
07.09.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 12 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი.
26.08.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს განხორციელდება „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.