ახალი ამბები
24.10.2016
"წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის" მაგისტრალური გაზსადენის (ახალქალაქის) D-300მმ პოლიეთილენის გაზსადენი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მიწის საექსკავაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა, რის შედეგადაც ავარიულ რეჟიმში გადაიკეტა აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენი. შექმნილი მდგომარეობის გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აქალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მყისიერად დაიწყო ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პრობლემა აღმოფხვრილ იქნება ხვალ შუადღემდე და, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიეწოდევათ. შპს საქართველის გაზის ტრანსპორტირების კომპანია შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
12.10.2016
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 48-ზე დაგეგმილი აქვს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს 08:00 საათიდან 14 ოქტომბრის 08:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოს მოსახლეობას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
იხილეთ ბმული: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/401893-sofel-iormughanlos-mosakhleobas-gazis-mitsodeba-sheutsdeba.html
27.09.2016
https://youtu.be/eYrNGJAJG3M