ახალი ამბები
27.09.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით,არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
26.09.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 სექტემბერს „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.
21.09.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით. დამონტაჟდა ორი რეგულატორი ფილტრებითა და ონკანებით. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
19.09.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს.