ახალი ამბები

05.10.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში „ქუთაისი 1“-ის გგს-ში 2 D300მმ, ხოლო წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში 1 ამორტიზებული ონკანი შეცვალა ახლით. ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ამ ეტაპზე მოხსნილია.
04.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 6 ოქტომბერს საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის კასპის DN-300მმ განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, 24 მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
03.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
27.09.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 29 სექტემბერს სანავარდოს გაზგამანაწილებელ სადგურში რედუცირების მეორე კვანძის აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 29 სექტემბერს 11:00დან 17:00 საათამდე შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდეს აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ილორსა და სანავარდოს.